მთავარი გვერდი ჩვენ შესახებ კაპიტალური სახლები სენდვიჩ-პანელური ტიპის სახლები ხის კოტეჯები ინტერიერის დიზაინი, სარემონტო სამუშაოები საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვები

ხის სახლის ძირითადი უპირატესობები

ხის სახლში ჰაერი ყოველთვის სუფთაა, ტენიანობა და ჟანგბადის ბალანსი მუდმივად არის ოპტიმალურ დონეზე, რაც აუცილებელია კომფორტული ცხოვრებისათვის. სახლში არ არის სინესტე, ხის მასალის უნიკალური სტრუქტურის მეშვეობით კედლები სუნთქავენ. ხის სახლის თბოიზოლაციური კრიტერიუმები 3-5 ჯერ აღემატება აგურისა და ბეტონის კედლების მქონე სახლებთან შედარებით. ხის სახლის კედლები დიდხანს ინარჩუნებს სითბოს ზამთარში და სიგრილეს ზაფხულში, შესაბამისად ზამთარში თბოენერგიის დანახარჯი არის ნაკლები.
 

ხის სახლი არის უნიკალური კონსტრუქცია, რომელიც გამოირჩევა აბსოლუტური სეისმომედეგობით: მას შეუძლია გაუძლოს 9 ბალიან მიწისძვრას.
 

ხის მასალის მცირე წონის გამო მნიშვნელოვნად მცირდება ხარჯები სახლის ფუნდამენტის მოწყობისას. ხის სახლის მოწყობა და მოსაპირკეთებელ სამუშაოებამდე მიყვანა შესაძლებელია დროის მცირე მონაკვეთში.

Eng